Saturday, April 13, 2019

აი. დასრულდა ჩვენი ტრენინგის მეცხრე დღეც
. თითოეულმა ჩვენთაგანმა წარმოადგინა და პრეზენტირება გაუკეთა თავის პროექტს. ყველა პრეზენტაცია იყო საინტერესო  და სასარგებლო.
დიდი მადლობა ჩვენ ტრენერს მაია ბაზღაძეს  პროფესიონალიზმის, კეთილმოსურნეობის და ჭეშმარიტი ფასილიტატორობის გამო.

Sunday, April 7, 2019

ტრენინგის მერვე დღე დაეთმო დიფერენცირებულ სწავლებას და მის პრობლემატიკას.გავიხსენეთ,  რა ტიპის აქტივობები და სამუშაოები უნდა შევასრულოთ არაქართულენოვან , სსმმ და ნიჭიერ მოსწავლეებთან დეტალურად.

. ყურადღება გავამახვილეთ ფასილიტატორის როლზე.

ბლოგზე ავტვირთეთ ჩვენივე ნამუშევარი.

Saturday, April 6, 2019

ტრენინგის მეშვიდე დღეს ტრადიციულად გავიხსენეთ წინა ტრენინგის მასალა.ვიმუშავეთ შეფასებებზე. მაგ, ჯგუფური შეფასების რუბრიკა, კოლაბორაციული შეფასების რუბრიკა, განვიხილეთ, როგორ შევაფასოთ მოსწავლის მიერ შექმნილი  პროდუქტი. ვიმსჯელეთ კრიტერიუმებზე, მასწავლებლის თვითშეფასებაზე.

Sunday, March 31, 2019

ტრენინგის 6 დღეს გავიხსენეთ წინარე ცოდნა, ვისწავლეთ სასწავლო ნიმუშების შექმნა. გავაკეთეთ ელექტრონული გაზეთი  word-ში და შევინახეთ   მოსწავლის  ნამუშევრების საქაღალდეში.

Saturday, March 30, 2019

ტრენინგის მეხუთე დავიწყეთ საავტორო უფლებებზე საუბრით. გავაკეთეთ ჩვენი პროექტი  power point-ში, დავწერეთ მიზნები,აქტივობები. ბლოგზე დავიტანეთ გვერდები.

Sunday, March 24, 2019

ტრენინგის მეოთხე დღე
გავიხსენეთ წინა დღის საკითხები.
გავწერეთ შეფასების მოკლე ჩანაწერები
.ვაგრძელებთ პროექტზე მუშაობას.